უკან დაბრუნება

კორპორატიული სერვისები

Wally სწორედ ის ადგილია, სადაც იპოვით იმას, რაც თქვენი თანამშრომლების შთაგონების და mindfulness-ის წყარო შეიძლება გახდეს. 

კორპორატიული სერვისები

დადასტურებული ფაქტია, რომ არტი ეხმარება ორგანიზაციებს შექმნან ჰარმონიული სამუშაო გარემო.

არტი ხელს უწყობს წარმოსახვას, კრეატიულობას, ინტელექტის განვითარებას. არტი არის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი მოტივაციის და პროდუქტიულობის გასაზრდელად თანამშრომლებში. ფიზიკური გარემო, სადაც თანამშრომლები დიდ დროს ატარებენ, საჭიროა იყოს ესთეტიურად დახვეწილი და სასიამოვნო.

Wally სწორედ ის ადგილია, სადაც იპოვით იმას, რაც თქვენი თანამშრომლების შთაგონების და mindfulness-ის წყარო შეიძლება გახდეს.

Wally ორგანიზაციებს რამდენიმე სერვისს სთავაზობს: 


შეიძინე არტი სამუშაო სივრცისთვის 

Wally-ზე არის მრავალფეროვანი თემატიკის, ფერების, სტილის ნამუშევრები ქართველი, თანამედროვე, ძალიან ნიჭიერი ხელოვანებისგან.

იყიდე და გაალამაზე სივრცე. თუ შერჩევაში მხარდაჭერა გჭირდება, მოგვწერე ან დაგვირეკე, ან სულაც ჩანიშნე უფასო კონსულტაცია ახლავე.

არტის ადგილი არის ყველგან.


იქირავე ნახატი

თუ სპეციალურ ღონისძიებას გეგმავ, ან გინდა ერთი ან რამდენიმე დღით შენი სივრცე გალერეად გარდაქმნა, ეს შესანიშნავი იდეაა.

Wally-ზე შეგიძლია 1 ან რამდენიმე დღით ან სულაც თვით იქირავო ნახატები და შემდეგ უკან დაგვიბრუნო. ჩვენ გვიხარია სწრაფი pop-up ღონისძიებებში მეტი არტის ინტეგრაცია.

ან სულაც, შეგიძლია ოფისში მუდმივად განაახლო ნამუშევრები ჩვენი ქირაობის სერვისით.

თუ ნამუშევრების შერჩევაში მხარდაჭერა გჭირდება, მოგვწერე ან დაგვირეკე, ან სულაც ჩანიშნე უფასო კონსულტაცია ახლავე.

გახადე შენი სივრცე გამორჩეული.


შექმნილია მხოლოდ შენთვის

ხანდახან ისეც ხდება, რომ სახლს ან ოფისს სხვა რამე სჭირდება, რაც მხოლოდ შენ იცი. სწორედ ამიტომაც, მსოფლიოში გავრცელებულია შეკვეთის სერვისი - როცა მხატვარი სწორედ შენთვის ქმნის იმას, რაც შენ გინდა.

Wally-ის არტისტები მოგისმენენ, კიდევ მოგისმენენ და სპეციალურად შენთვის შექმნიან.

მოძებნე არტისტი, რომლის ხელწერაც მოგწონს. ან შეარჩიე სტილი, რომელიც მოგწონს, შემდეგ მოგვწერე ან დაგვირეკე და ჩვენ შენი სურვილის ასრულებაში დაგეხმარებით.

შექმნილია მხოლოდ შენთვის.


არტ კონსულტაცია

Wally-ს არტ საკონსულტაციო სერვისი უფოსოა.

ჩვენი გუნდი დიდი სიხარულით და ყურადღებით მოგისმენს და შეეცდება შენი გემოვნების, სივრცის, ინტერიერის შესაბამისი ნამუშევარი გიპოვოს.

ჩვენი კონსულტაცია განკუთვნილია როგორც ორგანიზაციებისთვის, ისე ინტერიერის დიზაინერებისთვის და ასევე არტის მოყვარულებისთვის.

მოგვწერე, ან დაგვიკერე, ან ჩანიშნე შეხვედრა ონლაინ, მარტივად.


ინტერიერის დიზაინერებისთვის

თუ ინტერიერის დიზაინერი ხარ, ჩვენი ონლაინ გალერეა საშუალებას გაძლევს მოძებნო და დაათვალიერო თანამედროვე ქართველი არტისტების ნამუშევრები, მარტივად იპოვო ის, რასაც ეძებ - ფასის, თემატიკის, მედიუმის, ზომის მიხედვით.

ჩვენი კოლექცია მრავალფეროვანი და ძალიან თანამედროვეა.

ვიმეგობროთ და ბევრ სახლში შევიტანოთ არტი ერთად.

თუ თვლი, რომ კონსულტაცია გჭირდება, მოგვწერე, ან დაგვიკერე, ან ჩანიშნე შეხვედრა ონლაინ, მარტივად.


სტუდიო ვიზიტი

არტისტებთან სტუდიაში ვიზიტი განსაკუთრებული გამოცდილებაა, საუბარი, მსჯელობა, ამბების მოსმენა, შეიძლება ხატვაც კი სცადო.

თუ გინდა პირადად გაიცნო ის არტისტი, რომელმაც ის ნამუშევარი შექმნა, რომელიც უკვე იყიდე, ეს ნამდვილად შესაძლებელია. მთავარია სურვილი.

ამისთვის, მოგვწერე, ან დაგვიკერე და ჩვენ სპეციალურად შენთვის გავაკეთებთ სტუდიო ვიზიტს.

გაიცანი არტისტი, მიიღე ახალი ინსპირაცია.