298825070_1973075579557293_82008
298825070_1973075579557293_82008
298825070_1973075579557293_82008

უსათაურო

2017
თამარ მაღლაფერიძე-დადეშქელიანი

ორიგინალური ნამუშევარი. ჩარჩოს გარეშე. ავტორის ხელმოწერით. 
ნამუშევარში ავტორი აერთიანებს აბსტრაქციასა და ფიგურატიულ მხატვრობას. 

ტილო, ზეთი, შერეული ტექნიკა

100 x 100 cm

₾ 3,920
$ 1,223
იყიდე ახლავე

თამარ მაღლაფერიძე-დადეშქელიანი

არტისტი

თამარ მაღლაფერიძე-დადეშქელიანი საკუთარ მკვეთრ ხელწერას და ძლიერ იდენტობას ხატვის საშუალებით გადმოსცემს. თამარის ფიგურატიული კომპოზიციები სავსეა მოულოდნელი შეგრძნებებითა და ემოციებით. 


ბავშვობაში განცდილი ემოციების გავლენით, მისი შემოქმედება დატვირთულია სიმბოლოებითა და მისტიკით.  მხატვარი მას "ალტერნატიულ სამყაროს" უწოდებს, რომლის მამოძრავებელი ძალა ემოციაა.

მისი ნამუშევრების კონცეფცია და ინსპირაცია ყოველდღიურობაა.  არ უშინდება სიახლეებს და მუშაობს სხვადასხვა მედიაში, მათ შორის, ვიდეო არტი, კინო მხატვრობა და ქართული ღვინით შექმნილი ნამუშევრები. ღვინით ხატვა თამარის შემოქმედების მნიშვნელოვანი მიმართულებაა, რომელიც საკმაოდ პოპულარულია როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ. 

"მხატვრისთვის ყველაზე დიდი გამოწვევა თავად მხატვრობაა და ამბიცია, იყო შემდგარი მხატვარი" - ამბობს თამარი.