# 7
# 7
# 7

წვიმიანი დღე

2010
ლევან მახარაძე

ორიგინალური ფოტო (1/10). ლიმიტირებული რაოდენობა. დაიბეჭდება მხოლოდ 10 ეგზემპლარი. 

ავტორის ხელმოწერით. 

შეძენის შემდეგ ფოტოს გაუკეთდება პასპარტუ და ავტორის მიერ შერჩეული ჩარჩო. 


ფოტო გადაღებულია ვენის ცენტრში (ავსტრია). სულ რამდენიმე საათით მოვხვდი ქალაქში ( ფრენებს შორის რამდენიმე საათიანი პაუზის გამო) მოედანს ვიღებდი, რა დროსაც წვიმა წამოვიდა და სრულიად შეიცვალა სურათი . სწორედ წვიმის დროს გადავიღე ეს ფოტო.

ფოტო

30 x 45 cm

₾ 688
$ 215
იყიდე ახლავე

ლევან მახარაძე

არტისტი

ლევანი პროფესიით კინო-ოპერატორია. 2003 წლიდან დღემდე არის ოცამდე მხატვრული და დოკუმენტური ფილმის ოპერატორი.

ფოტოგრაფიით ბავშვობიდან არის გატაცებული. "ფოტორაფიამ მე-9 კლასიდან გამიტაცა. უფრო სწორად მაგ დროიდან დავიწყე გადაღება. პირველი ინტერესი კი ბვრად ადრე ბავშვობაში დაიწყო როცა პირველად დავესწარი ფოტოების ბეჭდვას ლაბორატორიაში წითელი შუქის ფონზე." 

რა არის თქვენი ინსპირაცია? 

ინსპირაცია.. შეიძლება იყოს მუსიკა,მოგზაურობა,უცხო გარემო და ლიტერატურა. შეიძლება ვთქვა რომ ყოველდღიური დაკვირვება მოვლენებზე ასევე ინსპირაციის წყაროა. 

რა არის თქვენი გზავნილი აუდიტორიისადმი?

დაკვირვება და შემეცნება. ამ პროცესში ვიზრდებით. 

რა არის ყველაზე დიდი გამოწვევა?

ყველაზე დიდი და მარადიული გამოწვევაა ბრძოლა საკუთარ თავთან, რწმენა იმის რომ რასაც აკეთებ ეს მნიშვნელოვანია. ეს არამარტო საკუთარ თავს არამედ სხვებსაც უნდა დაუმტკიცო. ხშირად შემოქმედებას საზოგადოება უბრალო გართობათ აღიქვავს. ესეც გამოწვევაა ჩემთვის.