The Eiffel Tower
The Eiffel Tower
The Eiffel Tower

ეიფელის კოშკი

ლელი ბლაგონრავოვა

ორიგინალური ფოტო. დაიბეჭდება ლიმიტირებული რაოდენობა - მხოლოდ 10 ეგზემპლარი. არტისტის ხელმოწერით.

Photo Paper

50 x 50 cm

₾ 2,125
$ 663
იყიდე ახლავე

ლელი ბლაგონრავოვა

არტისტი

"ფოტოგრაფიით თინეიჯრობიდან დავინტერესდი, ან უფრო სწორად ფოტოგრაფია დაინტერესდა ჩემით. მგონია, რომ პროფესია თვითონ გპოულობს და არა პირიქით. ეს საქმე ჩემთვის ცხოვრების სტილად უფრო იქცა, ვიდრე უბრალოდ პროფესიად."

"ჩემი ნამუშევრები და ინტერესები ჩემთან ერთად იზრდებიან და იცვლებიან. ფოტოგრაფია მრავალდარგობრივია და თუ ერთი ჟანრის კეთება მომბეზრდება, მეორეზე მარტივად ვერთვები. ადრე მხოლოდ საინფორმაციო და პოლიტიკურ ფოტოგრაფიას ვაკეთებდი, ეხლა უფრო კონცეპტუალური მომწონს, ისეთს რომლებსაც ადამიანები ოთახში დაკიდებენ და სხვა, არარეალისტურ სამყაროში გადაიყვანენ, სადაც მეტ ფიქრს და სიმშვიდეს იპოვნიან."

"ჩემი ნამუშევრები ჩემი ხედვაა და ყოველდღიურობა. ფოტოებს ყველგან ვიღებ, თუნდაც ვიცოდე რომ არაფერში გამომადგება. კამერა ინსტრუმენტია, რომელიც მეხმარება გადმოვცე ჩემი განწყობა და მომენტი. დავიმახსოვრო ის ადგილები, სადაც ვარ, გადავიღო ის ადამიანები, რომლებსაც ვიცნობ ან გავიცნობ.  ადამიანები არ მამახსოვრდებიან თუ ფოტო არ გადავიღე. სახელი არ მახსოვს, გადაღებული ადამინები კი მაშინვე მამახსოვრდებიან..."