seven graces
seven graces შვიდი გრაცია
seven graces

შვიდი გრაცია

2006
ლია ჩეჩელაშვილი

ორიგინალური ნამუშევარი, ავტორის ხელმოწერით.

მაღალი ხარისხის ქაღალდზე დაბეჭდილი პრინტი.

სურვილისამებრ, დაიბეჭდება ტილოზეც.

ნამუშევარი არის ქალის სხეულის სილამაზის, მოქნილობის და გრაციოზულობის გადმოცემა.

ციფრულად დამუშავებული ნახატი

61 x 41 cm

₾ 210
$ 66
იყიდე ახლავე

ლია ჩეჩელაშვილი

არტისტი

თვითნასწავლი მხატვარი ლია ჩეჩელაშვილი დაიბადა თბილისში. ხელოვნება მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, რადგან ის ეხმარება ფანტაზიების გადმოცემაში. 

,,ადამიანის ფიგურა ყოველთვის იყო ჩემი შთაგონების წყარო და ჩემი ნახატების ძირითადი თემა. ჩემს ნამუშევრებში ასახულია ადამიანის ფორმების ტრანსფორმაციები და ურთიერთქმედება ერთმანეთთან, ობიექტებთან, სივრცესთან."

ლია ჩეჩელაშვილი სხვადასხვა მედიუმში მუშაობს, თუმცა მისი ლაინ არტ ნამუშევრები განსაკუთრებულად ცნობილია, როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო ონლაინ გალერეებზე.

"მე მიყვარს ხაზის მეშვეობით, ლაკონური გზით, გამოვხატო ჩემი იდეები და ხედვა".

ლია იმ რამდენიმე ქართველ არტისტს შორის არის, რომელიც აქტიურად თანამშრომლობს გლობალურ ონლაინ გალერეებთან, მათ შორის, saatchy art-ზე ხშირად არის კურატორის რჩეული მხატვარი. 

ლიას ნამუშევრები წარმოდგენილია ევროპის ბევრ ქვეყანაში, ამერიკასა და იაპონიაში კერძო კოლექციებში.