piano
piano როიალი
piano

როიალი

1993
ლია ჩეჩელაშვილი

ორიგინალური ნამუშევარი, ავტორის ხელმოწერით.

შეძენის შემდეგ ნამუშევარს გაუკეთდება ავტორის მიერ შერჩეული ჩარჩო.

ნამუშევარი ეხმაურება იდეას - ქალი, როგორც მუსიკოსის მუზა.

გუაში,მუყაო

60 x 60 cm

₾ 1,190
$ 371
იყიდე ახლავე

ლია ჩეჩელაშვილი

არტისტი

თვითნასწავლი მხატვარი ლია ჩეჩელაშვილი დაიბადა თბილისში. ხელოვნება მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, რადგან ის ეხმარება ფანტაზიების გადმოცემაში. 

,,ადამიანის ფიგურა ყოველთვის იყო ჩემი შთაგონების წყარო და ჩემი ნახატების ძირითადი თემა. ჩემს ნამუშევრებში ასახულია ადამიანის ფორმების ტრანსფორმაციები და ურთიერთქმედება ერთმანეთთან, ობიექტებთან, სივრცესთან."

ლია ჩეჩელაშვილი სხვადასხვა მედიუმში მუშაობს, თუმცა მისი ლაინ არტ ნამუშევრები განსაკუთრებულად ცნობილია, როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო ონლაინ გალერეებზე.

"მე მიყვარს ხაზის მეშვეობით, ლაკონური გზით, გამოვხატო ჩემი იდეები და ხედვა".

ლია იმ რამდენიმე ქართველ არტისტს შორის არის, რომელიც აქტიურად თანამშრომლობს გლობალურ ონლაინ გალერეებთან, მათ შორის, saatchy art-ზე ხშირად არის კურატორის რჩეული მხატვარი. 

ლიას ნამუშევრები წარმოდგენილია ევროპის ბევრ ქვეყანაში, ამერიკასა და იაპონიაში კერძო კოლექციებში.